Business
Posted: 1 year ago

Georgian Cheese Producer Based in Sri Lanka to Open 'Maia Cheese' Store in Georgia

After Sri Lanka, Georgia is where Georgian entrepreneur Maia Donadze plans to open Maia Cheese. Future plans include starting production in Georgia.

According to Donadze, the Maia Cheese branded store will be opened in Georgia by the end of 2023.

"No one in Georgia produces blue cheese, Gouda, Parmesan, and so on. There is not much variety in this respect and this niche is unexploited. I plan to come to Georgia in the near future and will definitely study the market. As far as I know, there is a problem with raw milk in the country, let's see how this problem will be solved.

When I started production in India, then the price of milk and water was the same, however, the state took this direction and started developing dairy farming. The situation was almost the same in Sri Lanka, however, today the country has developed so much that I can now freely buy 20,000 tons of natural milk," said Donadze.

As Donadze told "Business Partner", the company currently produces 45 types of cheese. Among them is Georgian cheese - Sulguni. The Georgian producer sells cheese in cooperation with supermarkets and the HoReCa sector, in addition to the branded store.

"I haven't lived in Georgia for 30 years, Maia Cheese was first established in Goa, India, and in 2015 I established the second factory of the company in Sri Lanka. Now I am building a second factory in Sri Lanka, I will have 3 factories in total," Donadze said.

According to her information, Maia Cheese plans to produce 3000 to 6000 kg of cheese per day in the near future.

 

ქართველი ბიზნესმენი  მაია დონაძე ყველის მაღაზია Maia Cheese-ის გახსნას შრი-ლანკის შემდეგ საქართველოშიც გეგმავს. სამომავლოდ,წარმოების საქართველოში  დაწყებაც განიხილება.

დონაძის ინფორმაციით, Maia Cheese-ის ბრენდული მაღაზია  საქართველოში 2023 წლის ბოლომდე გაიხსნება.

„საქართველოში არავინ არ აწარმოებს ცისფერ ყველს, გაუდას, პარმეჯანოს და ასე შემდეგ.  ამ კუთხით დიდი მრავალფეროვნება არ არის. ეს ნიშა აუთვისებელია.  უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოსვლას ვგეგმავ და აუცილებლად შევისწავლი ბაზარს. როგორც ვიცი, ქვეყანში ნედლი რძის პრობლემაა, ვნახოთ ეს პრობლემა როგორ გადაიჭრება.

როდესაც მე ინდოეთში წარმოება დავიწყე, მაშინ  რძის და წყლის ფასი ერთი იყო, თუმცა, სახელმწიფომ ხელში აიღო ეს მიმართულება და მერძევეობის განვითარება დაიწყო. დაახლოებით იგივე სიტუაცია იყო შრი-ლანკაშიც, თუმცა, დღეს ქვეყანა მაგ მხრივ იმდენად განვითარდა, რომ შემიძლია უკვე თავისუფლად ვიყიდო 20 000 ტონა ნატურალური რძე,“-აცხადებს დონაძე.

როგორც დონაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამჟამად კომპანია 45 სახეობის ყველს აწარმოებს. მათ შორისაა, ქართული ყველი - სულგუნი. ქართველი მწარმოებელი ყველის რეალიზაციას გარდა ბრენდული მაღაზიისა, სუპერმარკეტებთან და HoReCa სექტორთან თანამშრომლობით ახდენს.

„საქართველოში 30 წელია აღარ ვცხოვრობ, პირველად Maia Cheese ინდოეთში, გოაში დაფუძნდა, 2015 წლიდან კი შრი-ლანკაში კომპანიის მეორე ქარხანა დავაფუძნე. ახლა შრი-ლანკაში მეორე ქარხანას ვაშენებ, ჯამში 3 საწარმო მექნება,“-აცხადებს დონაძე.

მისივე ინფორმაციით, Maia Cheese  უახლოეს მომავალში დღეში  3000 კგ-დან 6000 კგ-მდე ყველის წარმოებას გეგმავს.